დიღმის მასივში, აკაკი ბელიაშვილის #7-ში. ჩვენს ზუსტ მდებარეობას ნახავთ ასევე როგორც სხვადასხვა ტაქსისა თუ რუკის აპლიკაციებში. მოგვძებნეთ შემდეგნაირად: ფეთს’ფამფერ
ვმუშაობთ ყოველ დღე 11:00 საათიდან 20:00 საათამდე
ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:
დეტალურად, თუ რა პროცედურებს მოიცავს თითოეული მათგანი, იხილავთ “ჩვენი სერვისები”-ის გვერდზე
გრუმინგის ფასი ყოველთვის დამოკიდებულია კონკრეტულ ჯიშზე და თუ რა პროცედურის ჩატარება გსურთ თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის.
“ჯავშნები”-ს გვერდზე შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის ჯიშის შესაბამისად სასურველი პროცედურა, სადაც ნახავთ მომსახურების ფასს
გრუმინგის პროცესზე დასწრება არ არის რეკომენდირებული (ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა). მიზეზი მარტივია, თქვენი ოთხფეხა მეგობრის ყურადღება მთლიანად გადმორთულია თქვენზე, თქვენს ემოციებზე პროცესის მინდინარეობისას, რაც თავის მხრივ აისახება პროცესის ხარისხსა და ეფექტურობაზე.
ჩვენს მომხმარებელს ისედაც შეუძლია პროცესის მიმდინარეობას თვალი ადევნოს ეკრანზე, უშუალოდ პროცესზე დასწრების ნაცვლად
ჩვენ არ ვიყენებთ მოსადუნებელ ან დამამშვიდებელ მედიკამენტებს.
ცუგოების დაბანვა შეგიძლიათ კვირაში ერთხელაც, მთავარია გამოიყენოთ სწორი და თქვენი მეგობრის ბეწვის შესაბამისი, ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალებები და დარწმუნდეთ რომ დაბანვის შენდეგ ბეწვი კარგად აქვს გამშრალი.
ჩახვევების პრევენციისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა ბეწვის რეგულარული ვარცხნა.
მნიშვნელოვანია ყოველი დაბანვის წინ ჯერ გამოვარცხნოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი და მხოლოდ ამის შემდეგ დაბანოთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე არსებულ ჩახვევას უფრო მეტად ახვევთ. ამ შემთხვევაში არ ხდება ბეწვის სწორად დაბანვა, კოსმეტიკური საშველებების ძირეულად ჩამობანვა, რაც აფუჭებს ბეწვის ხარისხს და შეიძლება გამოიწვიოს კანის სხვადასხვა დაავადება.
ასევე აუცილებელია დაბანვის შემდგომ გაშრობისას ბეწვის დავარცხნა.
© 2024 – PETS’PAMPER | All rights reserved.
Developer: Guja Simonishvili / UI/UX designer: Luka Kirkitadze
Developer: Guja Simonishvili
UI/UX designer: Luka Kirkitadze