გსმენიათ რამე ფეთს’ფამფერის სასაჩუქრე ყუთებზე? იგივე Gift Box-ებზე, რომელიც იდეალური ვარიანტია მეგობრის ან საკუთარი ძაღლისა თუ კატისთვის. ჩვენს ყუთში, მოთავსებულია სწორად შერჩეული სხვადასხვა კატეგორიის საჭირო ნივთი თუ ხემსი, რომელიც ნამდვილად ყველა ჩვენს ოთხფეხა მეგობარს სჭირდება.
ჩვენი ყუთები იყოფა 2 ძირითად კატეგორიად: კატებისა და ძაღლების კატეგორიებად, თუმცა, ცუგების კატეგორია იყოფა კიდევ 2 ქვე-კატეგორიად ძაღლების ზომებიდან გამომდინარე. გვაქვს როგორც პატარა და საშუალო, ისე დიდი ჯიშის ძაღლებისთვის განკუთვნილი ყუთები.
ფეთს’ფამფერის სასაჩუქრე ბოქსებში მოთავსებულია: თავის მოვლის ჰიგიენური საშუალებები ცუგებისა თუ კატებისთვის (ყუთის თემატიკიდან გამომდინარე), ასევე ხემსი, სათამაშო და სავარცხელი ან რაიმე ნივთი რაც მის მოვლაში დაგეხმარებათ.
ჩვენი სასაჩუქრე ბოქსების შემადგენლობაში უმეტესწილად ნივთების კატეგორიები არ იცვლება, თუმცა შიგთავსი დინამიურია და ხშირად სხვადასხვა რაღაცებს შეიცავს.